რუსეთი აცხადებს, რომ არ გამორიცხავენ უკრაინის ალყაშემორტყმულ ქალაქებზე შტურმს. ამის შესახებ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსმა სერგეი რუდსკოიმ თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგის დროს განაცხადა.
“თავდაპირველად, ჩვენ არ ვგეგმავდით მათ შტურმს, რათა თავიდან აგვეცილებინა ნგრევა და მინიმუმამდე დაგვეყვანა პერსონალსა და სამოქალაქო პირების დანაკარგები. მართალია ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, თუმცა ცალკეული დაჯგუფებები წაყენებულ დავალებებს შეძლებისდაგვარად ასრულებენ, და საკმაოდ კარგად ასრულებენ, ჩვენი ძალა და ყველა შესაძლებლობა იქნება კონცენტრირებული მთავარზე – დონბასის სრულ გათავისუფლებაზე”, – ციტირებენ რუსული სააგენტოები სერგეი რუდსკოის.