რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ შეერტებული შტატები კიევს შორი რადიუსის რაკეტებს გადასცემს წითელი ხაზებს გადაკვეთს. შესაბამისი განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. ზახაროვას თქმით, თუ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიიღებს შორი რადიუსის რაკეტებს, საუბარია ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებზე, აშშ კონფლიქტის მხარედ გადაიქცევა.
- “აშშ ამ ნაბიჯით გადაკვეთს წითელ ხაზებს და კონფლიქტის უშუალო მონაწილე გახდება. ვიტოვებთ უფლებას დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებებით”,- თქვა ზახაროვამ.
რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა ამერიკისგან ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებს ითხოვს, რომლის მოქმედების რადიუსიც 300 კილომეტრს აღწევს.