რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა კურსკის ოლქში 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს

რუსული მხარის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. შესაბამისი განცხადება, მთავრობის სხდომაზე, კურსკის გუბერნატორის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გააკეთა.

ამასთანავე, სმირნოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქში სიგრძეში 12, ხოლო სიგანეში 40 კილომეტრით არიან შესულები.

სმირნოვის თქმით, ამ დროისთვის კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 000 ადამიანი.