რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ სარატოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსაგინი ამბობს,რომ ქალაქ სარატოვში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.
ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაშავდა 4 ადამიანი.
იერიშის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი სარატოვში, მრავალსართულიანი შენობა ენგელსში და 4 კერძო სახლი დასახლება პრიბრეჟნიში.