რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასიური იერიში მიიტანა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 11 მარტს, უკრაინამ, ომის დაწყებიის დღიდან  დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის სხვდასხვა რეგიონში 337 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. იერიშის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა მოსკოვის ოლქი, სადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 18 ადამიანი. დაზიანდა მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის პარკინგი და დედაქალაქის რამდენიმე სარკინიგზო მაგისტრალი.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქის მისადგომებთან რეკორდული რაოდენობის, 74 დრონი ჩამოაგდეს.