რუსეთი აძლიერებს პოზიციებს უკრაინელების წინსვლის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ, ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
“რუსეთი ახორციელებს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რათა სიღრმისეულად მოამზადოს თავდაცვა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის უკან, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის სწრაფი წინსვლა გარღვევის შემთხვევაში.
კერძოდ, რუსეთმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობა დაიწყო. ამისათვის ორი ქარხანა აწარმოებს ბეტონის პირამიდულ ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს, რომლებიც ცნობილია როგორც “დრაკონის კბილები”, – ნათქვამია განცხადებაში.