რუსეთი ბირთვული ტორპედოს შესაძლო გამოცდისთვის ემზადება – CNN

ბოლო კვირებში შეერთებული შტატები აკვირდებოდა რუსეთის საზღვაო ხომალდებს, რომლებიც ემზადებიან ახალი ბირთვული ტორპედოს შესაძლო გამოცდისთვის. განუცხადა CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

გემებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მომზადებაში, იყო ბელგოროდი, სპეციალური ოპერაციებისთვის მოდიფიცირებული საკრუიზო სარაკეტო წყალქვეშა ნავი, რომელსაც შეუძლია უპილოტო წყალქვეშა იარაღების გაშვება, მათ შორის პოსეიდონის ტორპედო.

ბელგოროდის ატომური წყალქვეშა ნავი, 2019 წელი

გასულ კვირას დაფიქსირდა გემები, რომლებიც ტოვებდნენ საგამოცდო ზონას არქტიკულ ზღვაში და გამოცდის ჩატარების გარეშე მიდიოდნენ პორტში. აშშ ფიქრობს, რომ რუსები, შესაძლოა, ტექნიკური სირთულეების წინაშე იდგნენ.

„ეს შეიძლება ჩაითვალოს უფრო ფართო სურათისა და რუსეთის ბოლოდროინდელი სამხედრო პრაქტიკის ნაწილად, უკრაინაში ცუდად გაწვრთნილი და არასაკმარისად აღჭურვილი ჯარების გაგზავნით“, – განუცხადა დასავლელმა დიპლომატმა CNN-ს.

„რუსეთის სამხედრო ინდუსტრია რთულ პერიოდს გადის და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დასავლეთის სანქციები მაღალტექნოლოგიურ სამხედრო საქონელზე მოქმედებს და უნდა გაგრძელდეს“.

აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს შეუძლია ტორპედოს ხელახლა გამოცდა სცადოს, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ტესტირების ზონაში წყლები მალე დაიწყებს გაყინვას, რაც შეზღუდავს ოპერაციების ჩატარებას.

პოსეიდონის ტორპედო არის ატომური ენერგიის უპილოტო წყალქვეშა მანქანა, რომელსაც შეუძლია როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული საბრძოლო მასალის გადატანა. მისი ბირთვული მამოძრავებელი სისტემა პოსეიდონს პრაქტიკულად უსაზღვრო დიაპაზონს აძლევს.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად გამოაცხადა პოსეიდონის სისტემის არსებობა 2018 წელს და ასახელებდა მას, როგორც ახალ „ინოვაციური“ იარაღს.

”ბელგოროდი”, სიგრძე 184 მეტრზე მეტია, დღეს ყველაზე გრძელი წყალქვეშა ნავია ოკეანეში, უფრო გრძელი, ვიდრე აშშ-ს საზღვაო ძალების ოჰაიო კლასის ბალისტიკური და მართვადი რაკეტის წყალქვეშა ნავი.

“ბელგოროდს”  შეუძლია წყყალქვეშ 60 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. წყალქვეშა ნავს შეუძლია წყალში 120 დღე ზედაპირზე ამოსვლის გარეშე გაატაროს.

წყალქვეშა ნავზე არსებულ Poseidon SupertorpedoA 24 მეტრიან ჭურვს შეუძლია 2 მეგატონიანი ბირთვული ქობინი დაიტიოს.“ეს არის იარაღის სრულიად ახალი ტიპი, რომელიც დასავლურ სამხედრო–საზღვაო ძალებს აიძულებს საკუთარი გეგმები შეცვალონ და წინააღმდეგობის ახალი ზომები შეიმუშაონ“–ამბობს ექსპერტი სატონი (HI Sutton) Republic-თან საუბრისას.

“პოსეიდონი” შექმნილია დიდი ზღვისპირა ქალაქების გასანადგურებლად “ატომური ცუნამით” – ოკეანეში მძლავრი ბირთვული აფეთქებით გამოწვეული დამანგრეველი ტალღით. რეალურად, ამ ტორპედოს გამოცდა არასდროს ჩატარებულა – არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ასეთი საგამოცდო მისიითაა ახლა “ბელგოროდი” ბაზიდან გასული. ექსპერტები შიშობენ, რომ ტორპედოს წყალქვეშ აფეთქების შედეგად შესაძლოა სანაპირო ქალაქებს რადიოაქტიური ცუნამის 100 მეტრიანი ტალღები მიაწყდეს.