რუსეთი ბრძოლაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი ბრძოლაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” იყენებს – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

“ვაგნერი აქვეითებს რეკრუტირების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და ადრე შავ სიაში შეყვანილ პირებს. ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც ბრძოლაში, რეგულარული რუსული სამხედრო ძალების დასაყრდნობს. “– წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.