რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის რეჟიმი აღიარა.
ინიციატივა კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ეკუთვნის.
“ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის ისლამური საამიროს მთავრობის ოფიციალური აღიარების აქტი სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვში, ავღანეთის საელჩოს შენობაზე 2021 წელს თალიბანის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო დროშა აღიმართა.