რუსეთი გეგმავს ბელორუსს Iskander M-ი მიაწოდოს, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია – 26 ივნისის შეჯამება უკრაინაში

Ðîññèÿ. Àñòðàõàíñêàÿ îáëàñòü. Îïåðàòèâíî-òàêòè÷åñêèé ðàêåòíûé êîìïëåêñ (ÎÒÐÊ) "Èñêàíäåð-Ì" íà ïîëèãîíå Êàïóñòèí ßð âî âðåìÿ ñòðàòåãè÷åñêèõ êîìàíäíî-øòàáíûõ ó÷åíèé "Êàâêàç-2020". Âàäèì Ñàâèöêèé/ïðåññ-ñëóæáà Ìèíîáîðîíû ÐÔ/ÒÀÑÑ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 26 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.

“რუსებმა დაბომბეს კიევი, შევჩენკივსკის რაიონი, ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ქალაქზე იერიში, სავარაუდოდ, კვლავ ბელორუსის საჰაერო და სახმელეთო სივრციდან განხორციელდა. სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. განადგურებულ ინფრასტრუქტურას შორისაა საბავშვო ბაღი. ეს ყველაფერი მიზანმიმართული ტერორია.

– დღესვე დაიბომბა ოდესა. ფრთოსანი რაკეტები დასავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალებისაკენაც იყო გაშვებული, თუმცა უკრაინელებმა მათი დიდი ნაწილის ჩამოყრა მოახერხეს.

– რუსეთი განიხილავს ბელორუსს ახლო მომავალში მიაწოდოს Iskander-M ტიპის რაკეტები, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია. აქამდეც განათავსა რუსეთმა ბელორუსში მსგავსი შეიარაღება, მაგრამ ახლა კრემლის მხრიდან ხაზგასმა იყო ატომურ შეიარაღებაზე. მეტიც, პუტინმა განაცხადა, რომ ბელორუსული მოიერიშე თვითმფრინავი Su-25-ის მოდიფიცირების შემდეგ ბირთვული იარაღის ტარება მათაც შეეძლებათ.

რუსეთს ისკანდერები კალინინგრადის მიმართულებითაც აქვს განთავსებული. სხვათა შორის “ისკანდერი” საქართველოს წინააღმდეგაც იყო გამოყენებული 2008 წლის ომში.

– დღეს რამდენიმე თავდასხმა მოხდა კოლაბორაციონისტებზე რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქებში. მათ შორის ნოვა კახოვკაში კოლაბორაციონისტს მანქანა დაუწვეს, სხვას კი მუქარის წერილი მიუვიდა. ეს ის ინფორმაციაა რაც გახდა ცნობილი. დეტალები უცნობია, თუმცა რაც დრო გადის სამხრეთში უფრო და უფრო იშლება ანტისაოკუპაციო პარტიზანული მოძრაობები.

– რუსულ სამხედრო ტვირთებს პრობლემა ექნებათ რკინიგზაზე, როგორც ბელორუსში, ისე რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აფეთქებები, დივერსიული აქტები, თავდასხმები და სხვა ძალიან მომრავლდა. დღესაც მოხდა რამდენიმე ასეთი შემთხვევა.

– ირკვევა, რომ იზიუმში უკრაინელებმა რუსების არმიის შტაბი დაბომბეს. მაღალი ალბათობით ესაა 20-ე არმიის შტაბი. სავარაუდოა, რომ ბევრი მაღალი რანგის ოფიცერი იქნა მოკლული.

ზოგადი შეფასება:
რუსები სევეროდონეცკის დაკავების შემდეგ გადაჯგუფებას ახდენენ. ზოგადად რუსების ტაქტიკა შეიცვალა – მნიშვნელოვან ქალაქებსა თუ დასახლებებს, რომელთა დაკავებასაც წარმატებით ახდენენ, იქ სამხედრო პოზიციებს ამაგრებენ და შემდგომ იწყებენ ახალი სამიზნის ამორჩევას. სევეროდონეცკის შემდეგ ლისიჩანსკი იქნება საბრძოლო მოქმედებების მთავარი სამიზნე, მაგრამ საკითხავია რუსები მის ალყაში მოქცევას შეეცდებიან და ქალაქის მიწასთან გასწორებას დაიწყებენ თუ პირდაპირ შტურმზე გადავლენ, ყოველგვარი ალყის შექმნის მცდელობის გარეშე. რეალურად, ლისიჩანსკის სევეროდონეცკზე დიდი ქალაქია, თუმცა მის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საკმაოდ რთულია.”- წერს კობერიძე.