რუსეთი დაინტერესებულია უკრაინასთან ცეცხლის შეწყეტაზე მოილაპარაკოს“–პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია უკრაინასთან მოლაპარაკებებით. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო ТАСС წერს.

“რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკურ–დიპლომატიური შეთანხმებების უსწრაფესად მიღწევით, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას გამოიწვევს. თუმცა მოსკოვის და კიევის მოლაპარაკებები ამჟამად უკრაინული მხარის მიერ გაყინულია.“–თქვა მან.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი თვლის, რომ დიალოგის შეწყვეტა გამოიწვია “აშშ–ს, ინგლისის და მათი მოკავშირეების დესტრუქციულმა ქმედებებმა“, რომლებიც აქეზებენ უკრაინას, ნატოში შევიდეს, მას იარაღით ამარაგებენ და ახალისებენ “კიევის რეჟიმის ნაცისტურ–რუსოფობიურ განწყობებს“.

პატრუშევის განცხადება დროში დაემთხვა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას ადრე თუ გვიან მოუწევს კრემლთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რათა მშვიდობაზე შეთანხმდეს. მაკრონის მუდმივ მოწოდებებს, უკრაინა აგრესორთან შეთანხმებაზე წავიდეს, აკრიტიკებენ ევროპის სხვა ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს.