რუსეთი დანაკარგის დასამალად, ყირიმის ერთ-ერთ დასახლებაში, კრემატორიუმს იყენებს – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ადგილზე დაღუპული სამხედროების კრემაცია მთელი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამავდროულად, კრემატორიუმი არ უწევს მომსახურებას სამოქალაქო პირებს.
“დროებით ოკუპირებული ყირიმის სიმფეროპოლის ოლქის კრასნაია ზორკას დასახლების მიდამოში, მტერი იყენებს დაწვას დაღუპულთა რაოდენობის დასამალად. ადგილობრივ კრემატორიუმთან მუდმივად არის სამხედრო მანქანების რიგი, 10 ერთეულამდე. ამ სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მოჰყავთ დაღუპული რუსი სამხედროები და დაქირავებულები”, – წერს უკრაინის დაზვერვა.