რუსეთი ევროკავშირის ხელმძღვანელობას სანქციებს უწესებს და ქვეყანაში არ უშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას, „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სანქციები შეეხება ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, მათ შორის რიგ ევროკომისრებსა და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების უმეტესობას, რომლებიც „ანტირუსულ პოლიტიკას ავითარებენ“.
“საპასუხო სიაში შეყვანილი არიან ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტების დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც ქმნიან რუსოფობიურ განწყობას. თავისი ქმედებებით ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობა არა მხოლოდ ჩიხში შეჰყავს, არამედ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. შესაბამისი ვერბალური ნოტა რუსეთში ევროკავშირის საელჩოს უკვე გადაეცა”, – წერია განცხადებაში.