„უბრალოდ დაფიქრდით, რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია და აკეთებს ყველაფერს, რომ ევროპამ უყუროს საით წაიღებს ქარი ამ რადიაციას, იმ შემთხვევაში თუ კატასტროფა მოხდება. რუსეთს სურს, რომ ევროპამ თვალი დახუჭოს ომზე და ამისთვის ის ევროპაში შიდა ქაოსის პროვოცირებას ახდენს. რუსეთს სურს იარაღის ძალით წაგვართვას თავისუფლება, თქვენ კი – ამ კრიზისებით, რომლებსაც ის ქმნის და ამძაფრებს. რუსეთს სურს გაიძულოთ მიატოვოთ ევროპული ღირებულებები“

ამის შესახებ ზელენსკიმ ნორვეგიაში „ჩრდილოეთ ზღვების შელფის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.