„უბრალოდ ომის დასრულება არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს – შესვენებას ძალების აღსადგენად, შეიძლება ვინმემ ამას ომის დასრულება უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, […] ნებისმიერ გაჟღერებულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენიტეტის დათმობაზე არ შეიძლება მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს. ჭეშმარიტად რეალური და გრძელვადიანი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული დანგრევის შედეგი. […[  უკრაინის „მშვიდობის ფორმულაში“ 10 პუნქტია. ეს არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ეს არის მშვიდობის ფორმულა მსოფლიოსთვის. უკრაინამ სწორედ ასეთი მშვიდობის ფორმულა წარადგინა. მე ის წარვადგინე გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და „დიდი ოცეულის“ სამიტზე და გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ფორმულის განხორციელებაში! ეს არის ერთადერთი გზა ნამდვილი მშვიდობისკენ”,

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.