რუსეთი ვერ ახერხებს ყირიმსა და დონბასს შორის სახმელეთო დერეფნის შექმნას – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, რისი დასტურიც იყო გუშინ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო დარტყმა.

დაზვერვის ცნობით, რუსები აგრძელებს ფოკუსირებას დონბასის რეგიონზე, მარიუპოლსა და ნიკოლაევზე, რასაც მხარს უჭერს რუსული საზღვაო ძალების მიერ უკრაინაში საკრუიზო რაკეტების გაშვება.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება რუსეთის საჰაერო აქტივობა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში.

“თუმცა, რუსეთის ამბიციები, შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და დონბასს შორის, კვლავ ჩაშლილია უკრაინის წინააღმდეგობის გამო”,– წერს ბრიტანეთის თავდაცვა.