რუსეთი ვერ მოიგებს ამ უსამართლო ომს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ უსამართლო ომს ვერ მოიგებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინასთან ომის გამო გამოიფიტნენ.

“კრემლი სასოწარკვეთილია. რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა და საბჭოთა პერიოდის იარაღს იყენებს. მათი მოძველებული რაკეტები უდანაშაულო უკრაინელებს კლავენ. რუსეთი ამ უსამართლო ომს ვერ მოიგებს”. – წერია განცხადებაში.