“ეს-ესაა ჩვენი დაზვერვისგან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან მივიღე ანგარიშ. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარებს განიხილავს – ტერორისტული აქტი რადიაციის გაჟონვით. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს. [… ] არანაირი ტერაქტი ატომურ სადგურზე არასდროს, არსად არ უნდა მოხდეს. ამჯერად ისე არ უნდა მოხდეს, როგორც კახოვკასთან მიმართებით მოხდა: მსოფლიო გაფრთხილებულია, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს”
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.