“რუსეთი ზეწოლას ცდილობს“– ზელენსკი მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ მიმართვაში უკრაინა–რუსეთის პირველი მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა:

“ეს მოლაპარაკებები ჩვენი ტერიტორიების დაბომბვებისა და სროლის, ჩვენი ქალაქების დაცხრილვის ფონზე მიმდინარეობდა. აშკარად ჩანდა სროლების სინქრონიზაცია მოლაპარაკების პროცესთან. ვთვლი, რომ ასეთი აშკარა ხერხით რუსეთი ზეწოლას ცდილობს. არ დაკარგოთ დრო, ასეთი ტაქტიკა ჩვენზე არ მოქმედებს. სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება იყოს მაშინ, როცა ერთი მხარე მეორეს რეაქტიული არტილერიით არ ურტყამს უშუალოდ მოლაპარაკებების მომენტში“– თქვა ზელენსკიმ.

მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგებს გააანალიზებს და გადაწყვეტს, როგორ უნდა გადავიდნენ მერე რაუნდზე.

ამავე მიმართვაში ზელენსკიმ რუსეთის მიერ მიტანილ შეტევაზე ილაპარაკა.

“რუსულმა ძალებმა დღეს სასტიკად დაცხრილეს ხარკოვი. ეს სამხედრო დანაშაულია. ამ დანაშაულის გამო ნამდვილად იქნება ტრიბუნალი. საერთაშორისო. აი, ასეთია ძმური მეგობრობა“– თქვა ზელენსკიმ.