“დღეს მინდა მადლობა გადავუხადო მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და სთხოვენ თავიანთ ლიდერებს, შეაიარაღონ უკრაინა ახლავე – #ArmUkraineNow. მათ ესმით, რომ ნებისმიერი იარაღი ჩვენი არმიის ხელში არის მხოლოდ დამპყრობლებისგან თავდაცვისთვის. მძიმე იარაღი არის იარაღი, რომელიც ახლა გვჭირდება, რათა დავიცვათ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა საჰაერო და საარტილერიო დაბომბვისგან, შევინარჩუნოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ჩვენი ქალაქები.

რუსეთი თვითონ არ გაჩერდება. შეგვაიარაღეთ საკმარისი მძიმე იარაღით და ამ ომს ადრე თუ გვიან დავასრულებთ – ნაკლები დასახიჩრებული და მოკლული უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობითა და ჯარისკაცით.

შეუერთდით მილიონობით ხმას გლობალურ სოციალური მედიის კამპანიაში: #ArmUkraineNow.

1. გამოაქვეყნეთ სურათი წარწერით #ArmUkraineNow

2. მოუწოდეთ თქვენს მთავრობას, მიაწოდოს მძიმე იარაღი უკრაინას

3. მონიშნეთ 3 მეგობარი და სთხოვეთ მათ იგივე გააკეთონ.

დადექით უკრაინელ ხალხთან ერთად მშვიდობისა და სამართლიანობისთვის. ერთად ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება”

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.