რუსეთი ისევ ითხოვს უკრაინის სრულ დანებებას საკუთარი პირობებით – მედვედევი

“რუსეთი ისევ ითხოვს უკრაინის სრულ დანებებას საკუთარი პირობებით” – რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  განცხადებას ეხმაურება.

“ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი “ულტიმატუმები” – ბავშვების ვარჯიშია მომავლის მოთხოვნებისთვის. და მან იცის ისინი: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით”, – წერს მედვედევი.