რუსეთი იძულებული გახდა შეეცვალა ოპერაციული მიდგომა და ახლა მიჰყვება გამოფიტვის სტრატეგიას – გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებული ანგარიშის თანახმად, რუსეთი იძულებული გახდა შეეცვალა მისი ოპერაციული მიდგომა და ახლა ის მიჰყვება გამოფიტვის სტრატეგიას.

„კრემლმა ამ დრომდე ვერ მიაღწია მის პირველად მიზანს. მათი ცნობით, ოფიციალური მოსკოვი გაკვირვებულია იმ სასტიკი წინააღმდეგობით, რომელსაც უკრაინა იჩენს. რუსეთი იძულებული გახდა შეეცვალა მისი ოპერაციული მიდგომა და ახლა ის მიჰყვება გამოფიტვის სტრატეგიას. ეს, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ცეცხლსასროლი იარაღის განურჩეველ გამოყენებას რუსეთის მხრიდან, რაც დასრულდება კიდევ უფრო მეტი მსხვერპლით მშვიდობიან მოსახლეიბაში, უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებითა და ჰუმანიტარული კრიზისის ინტენსიფიკაციით. ამასთანავე, ცნობილია, რომ პუტინმა დაამყარა ტოტალური გავლენა რუსულ მედიაზე. კრემლი ცდილობს გააკონტროლოს ნარატივი და არარეალურად წარმოაჩინოს ომის შედეგები, დამალოს დიდი რაოდენობის ადამიანური დანაკარგი რუსულ ჯარში,“ – ნათქვამია დაზვერვის განახლებულ მონაცემებში.