რუსეთი ლუჰანსკზე სრულ კონტროლს, სავარაუდოდ, 2 კვირაში დაამყარებს – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ ანალიტიკურ მიმოხილვაშია საუბარი. დაზვერვის ცნობით რუსული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს და უკრაინასთან შედარებით უპირატესობა აქვთ.
- „რუსეთი ლუჰანსკის ოლქის 90%-ს აკონტროლებს და სავარაუდოდ, სრულ კონტროლს მომდევნო 2 კვირაში დაამყარებს. რუსეთმა ამ უახლეს ტაქტიკურ წარმატებას მნიშვნელოვანი რესურსების დაკარგვის ხარჯზე და ძალებისა და შეტევების მთელი ოპერაციის მხოლოდ ერთ ნაწილზე კონცენტრირებით მიაღწია“ – წერია განცხადებაში.