რუსეთი ლუჰანსკზე სრულ კონტროლს, სავარაუდოდ, 2 კვირაში დაამყარებს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი ლუჰანსკზე სრულ კონტროლს, სავარაუდოდ, 2 კვირაში დაამყარებს  – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ ანალიტიკურ მიმოხილვაშია საუბარი. დაზვერვის ცნობით  რუსული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს და  უკრაინასთან შედარებით უპირატესობა აქვთ.

  • „რუსეთი ლუჰანსკის ოლქის 90%-ს აკონტროლებს და სავარაუდოდ, სრულ კონტროლს მომდევნო 2 კვირაში დაამყარებს. რუსეთმა ამ უახლეს ტაქტიკურ წარმატებას მნიშვნელოვანი რესურსების დაკარგვის ხარჯზე და ძალებისა და შეტევების მთელი ოპერაციის მხოლოდ ერთ ნაწილზე კონცენტრირებით მიაღწია“ – წერია განცხადებაში.