რუსეთი მეთაურებს კარგავს და ჰაერში უპირატესობასაც ვერ ინარჩუნებს – დაზვერვის წყაროები

დასავლური მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინაში მეთაურების დაკარგვა დაიწყეს, რომლებიც ფრონტის ხაზზე გადიოდნენ.

დაიღუპა ანდრეი სუხოვეცკი, რომელიც 41–ე არმიის მეთაურის მოადგილე იყო. ის სნაიპერმა მოკლა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია დივიზიის და პოლკის მეთაურის დაღუპვის შესახებ. მათი გვარები არ სახელდება.

წყაროები ასევე ამბობენ, რომ ომის მსვლელობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა რუსეთის არმიის უუნარობამ, პირველივე დღიდან ჩაეხშო უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ჰაერში უპირატესობა მოეპოვებინა. დღეს კი რუსეთის არმიის მიერ საჰაერო უპირატესობის დაკარგვამ შესაძლოა ომის ბედი გადაწყვიტოს.