რუსეთი მიიღებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც ოდესმე უნახავს – დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მიიღებს ყველაზე მკაცრ სანქციებს, რაც კი ოდესმე უნახავს. მათი თქმით, გაერთიანებული სამეფო წარადგენს უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს, რომელიც დღეს დაიწყება და უახლოეს დღეებში გაგრძელდება

“ეს იქნება ყველაზე დიდი და მკაცრი სანქციები, რაც რუსეთს ოდესმე უნახავს. უნდა იცოდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი მათ გვერდით დგას”,– თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას „პირდაპირ დახმარებას“ გაუწევს ქვეყნის დასაცავად.

“ეს უკვე დიდი ხანია დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის მიერ. ეს არის შემოჭრა და სრულიად არაპროვოცირებული და გაუმართლებელი”,– აღნიშნა მან.