„რათა უკრაინის გათავისუფლება შეაჩეროს, რუსეთმა მოლაპარაკებების თემით მანიპულირება დაიწყო და თითქოს დიალოგის შესახებ გაიხსენა, რომელიც თავადვე უარყო, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ.
აშკარაა, რომ რუსეთს არ სჭირდება არანაირი ნამდვილი მოლაპარაკებები. რომ უნდოდეს, რეაქცია ექნებოდა ჩვენს ათეულობით წინადადებასა და მცდელობაზე. რუსეთს უბრალოდ დროის მოგება სურს, სურს ძალები გადააჯგუფოს და რესურსები მოიკრიბოს, რათა ისევ დაგვარტყას. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის გაკეთების საშუალება“
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.