”ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ჩვენს აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით სამხედროებთან შეხვედრები გავმართე.

დღეს მტერი ავრცელებს ინფორმაციას მობილიზაციის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებით… რუსეთის მოქალაქეების ფრონტის ხაზზე გაგზავნის ახალი ტალღის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ფრონტზე სხვანაირად ვგრძნობთ თავს.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ცდილობს, მობილიზებული ადამიანების გამოყენებით ჩვენს პოზიციებზე ზეწოლა გაზარდოს, ისინი იმდენად ცუდად მომზადებული და შეიარაღებული არიან, რომ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რუსეთს, შესაძლოა მალე დასჭირდეს მოქალაქეების ომში გაგზავნის ახალი ტალღა.

ჩვენ ამისთვის ვემზადებით – ვემზადებით იმ ფაქტისთვის, რომ რუსეთის რუსეთის ახლანდელი ლიდერები ნებისმიერ ახალ შესაძლებლობას ეძებენ, რათა ომი გააგრძელონ. განსაკუთრებით, ირანში თანამზრახველების ხელშეწყობით.

ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვმუშაობთ ყოველდღე პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა, ჩვენი თავდაცვის სხვა შესაძლებლობები. დიდება ყველას, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში გვეხმარება! ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ უკრაინის დროშას ქვეყნის ყველა ნაწილში!”

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.