რუსეთი წელს ოსკარზე ფილმს არ წარადგენს – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა პრესტიჟულ კინოპრემიებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის კინოაკადემია ავრცელებს. განცხადებაში აკადემიამ არ დაასახელა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ წარადგინა ნამუშევრები.
„რუსეთის კინოაკადემიის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა არ წარადგინოს ეროვნული ფილმი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ოსკარზე 2022 წელს“, – ნათქვამია რუსეთის აკადემიის განცხადებაში
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთისგან ნომინაციის შერჩევაზე, პაველ ჩუხრაიმ, თანამდებობა დატოვა.
„[რუსეთის კინოაკადემიის] ხელმძღვანელობამ ცალმხრივად გადაწყვიტა არ წარედგინა რუსული ფილმი ოსკარის ნომინაციაში“, – წერს პაველ ჩუხრაი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.
რუსულმა ფილმებმა სამჯერ მოიპოვეს ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში: სერგეი ბონდაჩუკის ომი და მშვიდობა 1968 წელს, ვლადიმერ მენშოვის მოსკოვს არ სჯერა ცრემლების 1981 წელს და ნიკიტა მიხალკოვის მზეზე დამწვარი 1994 წელს.
2022 წლის ოსკარის 95-ე დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 12 მარტს გაიმართება.