რუსეთი პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებს პროვოკაციას უწოდებს – განცხადება

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ პოლონეთის განცხადებებს “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ “პროვოკაცია ესკალაციის მიზნით” უწოდა.

„არანაირი დარტყმა არ განხორციელებულა უკრაინა-პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან მდებარე სამიზნეებზე რუსული რაკეტების საშუალებებით”. – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Ria novosti- ავრცელებს.