რუსეთი პროპაგანდას ცვლის და ხალხს შესაძლო მარცხისთვის ამზადებს – უკრაინა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთი სამხედრო წარუმატებლობის გამო თავის პროპაგანდას ცვლის.

მათი ცნობით, არმიის კატასტროფულ დანაკარგების გამო, რუსების სამხედრო “უძლეველობის“ აღქმის შესაცვლელად და შესაძლო მარცხებისთვის საზოგადოების მოსამზადებლად, რუსულ მედიას დაევალა რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება, როგორც რუსეთის შეიარაღებული დაპირისპირება ევროკავშირისა და ნატოს ყველა ქვეყანასთან.

“კრემლის პოლიტტექნოლოგების აზრით, უფრო ძლიერ მტერთან დამარცხება სირცხვილს შეამცირებს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, კრემლის ტელეარხებს, ონლაინ მედიასა და პუტინის მომხრე ბოტების არმიის ლიდერებს უკვე ევალებათ, გადავიდნენ ახალ საინფორმაციო პოლიტიკაზე.

ოკუპანტის პროპაგანდისტები ახლა რუსებს ტვინებს გაურეცხავენ გადარჩენისთვის გაერთიანების აუცილებლობასა და კრემლის დიქტატორის პოლიტიკის მიმართ ბრმა ნდობის შესახებ”,– აცხადებს დაზვერვა.