რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის წინადადებაზე უკრაინაში 4-დღიანი “სააღდგომო ჰუმანიტარული პაუზის“ დაწესების შესახებ. ამის თაობაზე კომენტარი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გააკეთა.
დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ “მოწოდებები მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ პირობებში ძალიან არაგულწრფელად ჟღერს“.
მისი თქმით, ზავი ნიშნავს, რომ “კიევის ნაციონალისტებსა და რადიკალებს მოსვენება მიეცეთ, რათა მათ გადაჯგუფება შეძლონ“.
პოლიანსკიმ აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს უკრაინულ მხარეს “მოაწყოს ახალი არაადამიანური პროვოკაციები და გამოუშვას ახალი “ფეიკები” რუსი ჯარისკაცების ქმედებებთან დაკავშირებით“.
.@antonioguterres закликав встановити з 21 квітня «великоденну гуманітарну паузу» для організації гуманітарних коридорів і евакуації цивільних. Позиція московського фюрера була озвучена вже за декілька годин на Радбезі Послухайте і ви! Не мені ж одному це трійло регулярно терпіти pic.twitter.com/mV0YkHSGfQ
— Sergiy Kyslytsya (@SergiyKyslytsya) April 20, 2022