რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება – უკრაინა

რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება.  – ამის შესახებ შესაბამის განცხადებას, უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰუმენიუკო ავრცელებს.

“სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა, რადგან საოკუპაციო ძალების წვრთნის სიხშირე ზუსტად ასეთია: მათ ხელახალი აღჭურვისთვის სჭირდებათ დაახლოებით 10-12-14 დღე, უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ.

სავარაუდოდ, ისინი [რუსები] შეტევის გამეორებას გეგმავენ. და შესაძლოა, იყოს შერეული ტიპის, როცა გამოყენებული იქნება რაკეტები და ირანული წარმოების დრონები”,  – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.