რუსეთის პრემიერ მინისტრმა, მხაილ მიშუსტინმა 30 მარტიდან სახელმწფიო საზღვრის სრულად ჩაკეტვა ბრძანა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში.
რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მიშუსტინის განკარგულება, რომლის მიხედვით დროებით იზღუდება გადაადგილება “საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო მიმოსვლისთვის საზღვაო და შერეულ გამშვებ პუნქტებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარდე, ასევე რუსეთ–ბელორუსიის საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე. “
განკარგულებით დადგენილია ადამიანების რამდენიმე კატეგორია, ვისაც საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ. გამონაკლისი დაიშვება დიპლომატებისთვის, საერთაშორისო მიმოსვლის სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის და საერთაშორისო მატარებლების ლოკომოტივის ბრიგადებისთვის.
გარდა ამისა, საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ ადამიანებს, ვინც ახლო ნათესავების დაკრძალვაზე მიდიან.
განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ შეზღუდვები არ ეხება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ ტერიტორიებზე, თუ მათ თან ექნებათ რუსეთის ფედერაციის პასპორტი.