ქართველი ხალხი ნამდვილად ასე ფიქრობს – ემხრობა ევროკავშირთან, ევროპასა და ამერიკასთან კავშირებს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეს ამ მთავრობისგან. ვხედავთ მოძრაობას სტალინიზმისკენ…

ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ ქართული ოცნება როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს.

ამბობს ამერიკელი კონგრესმენი  სტივ კოენი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.