რუსეთი სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებს, თუმცა უკრაინა მდინარის ნაპირებს კვლავ აკონტროლებს – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ ანალიტიკურ მიმოხილვაშია საუბარი. ქალაქ ლისიჩანსკამდე გზა, დიდი ალბათობით, ისევ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა, თუმცა რუსული ჯარი, წინსვლას აგრძელებს თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგებით.
“პოტენციური გადასვლებია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ცოტა ხნის წინ დაკავებულ ლიმანში. თუმცაღა უკრაინული არმია, დიდი ალბათობით, მდინარის ნაპირებს კვლავ კონტროლს და მან ააფეთქა ხიდები”, – აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.