რუსეთი სპეცოპერაციის ტემპს მიზანმიმართულად ანელებს – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუმ ამტკიცებს, რომ რუსეთი “მიზანმიმართულად ანელებს” უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპს”, რათა “აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და მისცეს ხალხს ევაკუაციის შესაძლებლობა”. ამის შესახებ მან CSTO-ს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

მცხოვრებლებმა რომ დატოვონ გარშემორტყმული დასახლებები, გამოცხადებულია დუმილის რეჟიმები და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები“,- განაცხადა შოიგუმ.

ის ასევე ირწმუნება, რომ რუსეთის ჯარები არ ურტყამენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ  გააგრძელებენ  “სპეციალურ ოპერაციას” “ყველა ამოცანის სრულ შესრულებამდე”.