„რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები მივიდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, მათი ტანკები ისროდნენ. სადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალის განთავსებით, რუსმა სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ მთელ ევროპას აყენებენ ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე. და, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, როდესაც მისი ჯარები დაბომბავს ატომურ ქარხანას, მათ შორის სარაკეტო არტილერიით. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა და რეალურად მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს სავარაუდო კატასტროფით“

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.