რუსეთი უკრაინაზე ახალ მასიურ დარტყმას ამზადებს – ვრცელდება სატელიტური ფოტოები

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ახალ მასიურ სარაკეტო დარტყმას ამზადებს. ექსპერტები აღნიშნულ განცხადებას, სარატოვის მახლობლად მდებარე ენგელს-2 აეროდრომის სატელიტური სურათების ანალიზზე დაყრდნობით აცხადებენ.

28 ნოემბრის სატელიტური სურათები აჩვენებს აქტივობას აეროდრომზე. იქ, სავარაუდოდ, ორი ათეული Tu-95 და Tu-160 შორ მანძილზე ბომბდამშენი ემზადება მორიგი თავდასხმისთვის.

„ბაზის აქტივობა უკიდურესად მაღალია“, – დაუდასტურა Spiegel-ს არდა მევლუთოღლუმ, დამოუკიდებელმა სამხედრო ანალიტიკოსმა. ბომბდამშენებთან არის ასევე საწვავის ავზები, საბრძოლო მასალის დიდი ყუთები, მანქანები და სარემონტო მასალები.

„ასევე საინტერესოა, რომ ბევრიდიდი სატვირთო თვითმფრინავი დგას, რაც მიუთითებს ბაზაზე ბოლოდროინდელ მსხვილ გადაზიდვაზე, შესაძლოა საკრუიზო რაკეტებზე… ბომბდამშენების უკიდურესად დიდი რაოდენობა მიუთითებს ოპერაციების რაოდენობის ზრდაზე, გარდაუვალია ფართომასშტაბიანი თავდასხმა“.-ამბობს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ენგელს-2 არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა რუსეთის საჰაერო ძალებისთვის, რადგან ის მასპინძლობს სტრატეგიული ბომბდამშენების ორ პოლკს, რომლებიც რუსეთის საჰაერო ბირთვული შეკავების ტაქტიკის ნაწილია. თებერვალში რუსეთმა იქ დამატებითი ბომბდამშენები განათავსა დიდი ომისთვის მომზადებისთვის და მას შემდეგ ეს ბაზა უკრაინაში მასიური საჰაერო თავდასხმებისთვის გამოიყენა.