უკრაინის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაშია – როგორც ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა დილის 08:48 საათის მონაცემებით, რაკეტების მორიგი ტალღის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ “შავი ზღვიდან რაკეტების მასშტაბური გაშვება დადასტურდა”.
”ორი გაუგებარი სამიზნე ტოვებს ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთით, მიფრინავენ დასავლეთის მიმართულებით, შავი ზღვიდან გაშვებები დადასტურებულია“,- დაწერა კიმმა.
ასევე ხარკოვის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელმა სერგეი მელნიკმა ფეოდოსიის რეგიონიდან 6 კალიბრის რაკეტის გაშვების შესახებ გაავრცელა ცნობები. მან ასევე განაცხადა, რომ რაკეტები გაშვებულია დასავლეთის მიმართულებით.