რუსეთი უკრაინიდან ჯარის გაყვანაზე შეთანხმებას არ დაიცავს, საქართველო ამის ინდიკატორია – იან კელი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ჯარის გაყვანაზე შეთანხმებას არ დაიცავს და ამის მაგალითი საქართველოა. იან კელი ევროკავშირის სამშვიდობო შეთანხმებას იხსენებს, რომელსაც რუსეთმა  2008 წელს ხელი მოაწერა და ასევე ხაზგასმით აღნიშავს, რომ  14 წლის შემდეგაც, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს ახლაც  ოკუპირებული აქვთ.

“რუსეთი არანაირ შეთანხმებას უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე არ დაიცავს, საქართველო ამის ინდიკატორია. მათ რუსეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამშვიდობო შეთანხმებას 2008 წელს, რითაც ჯარების გაყვანას დათანხმდნენ, 14 წლის შემდეგ მათ საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებული აქვთ.” –  წერს იან კელი.