რუსეთი ცდილობს დონეცკი-პესკის მიმართულებით შეტევა განაახლოს – უკრაინის გენშტაბი

რუსეთი ცდილობს დონეცკი-პესკის მიმართულებით შეტევა განაახლოს – ამის შესახებ, უკრაინის გენშტაბის მიერ განცხადებაშია ნათქვამი.

“მტერი ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას სადავო ნოვოლუგანსკოე, ვლადიმეროვკა – იაკოვლევკა, სტრიაპოვკა ​​- სოლედარის რაიონებში. მათ არ გამოუვიდათ, უკან დაიხიეს. მტერი ცდილობს განაახლოს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება. მტერი უტევდა მინერალის – ავდიივკას და სპარტაკის – ავდიივკას მიმართულებებს. მან წარმატებას ვერ მიაღწია, ზარალი განიცადა და უკან დაიხია” – ნათქვამია განცხადებაში.