რუსეთი ცდილობს მებრძოლების დნესტრისპირეთიდან წაყვანას – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, მზარდი დანაკარგების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ გააძლიერონ ჯარების რაოდენობა 2012 წლიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პერსონალით.

გარდა ამისა, დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ასევე ცდილობს მოლდოვის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონიდან მებრძოლების წაყვანას.