რუსეთი ცდილობს სანქციების შემსუბუქებას, ეს მის სტრესს აჩვენებს – ბრიტანეთი

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკომ განცხადებას, რომ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ რუსეთი მზად არის ჰუმანიტარული დერეფანი უზრუნველყოს შავი ზღვის გავლით საკვების გადამზიდავი გემებისთვის. მინისტრმა ასევე სთხოვა უკრაინას ოდესის პორტის მიმდებარე ტერიტორიის განაღმვა გემების გავლის მიზნით.

დაზვერვის ცნობით, რუდენკოს თხოვნა მიჰყვება თანამედროვე რუსული შეტყობინებების სტრატეგიის ძირითად პრინციპს: “ალტერნატიული ნარატივების დანერგვა, რომელიც არადამაჯერებელია, რათა აუდიტორიას გაუჭირდეს მისი გაგება”.

ბრიტანეთის განმარტებით, უკრაინამ საზღვაო ნაღმები მხოლოდ შავი ზღვიდან რუსული ამფიბიური შეტევის მაღალი საფრთხის გამო განათავსა.

“რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა, გამოიყენოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, შემდეგ კი თავი ჭკვიან აქტორად წარმოაჩინოს და ნებისმიერ წარუმატებლობაში დაადანაშაულოს დასავლეთი.

რუსეთის მცდელობა, მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებას, ასევე ხაზს უსვამს იმ სტრესს, რომელსაც სანქციები აყენებს რეჟიმს”,– აცხადებს დაზვერვა.