რუსეთი ცდილობს, შექმნას და გადაიტანოს რეზერვები უკრაინაში – გენშტაბი

უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, მტერი ცდილობს შექმნას და გადაიტანოს რეზერვები უკრაინის საზღვრებში.

მათი ცნობით, ჩრდილოეთ ფლოტის მეორასე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის მუდმივ განლაგების პუნქტზე რამდენიმე სამხედრო ნაწილისგან კონსოლიდირებული ნაწილი იქმნება.

“დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველი არმიის კორპუსის პერსონალის არადამაკმაყოფილებელი დონის გამო, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები აგრძელებენ აქტიურ ზომებს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი მობილიზებისთვის ქალაქ გორლოვკაში, იენაკიევში და მიმდებარე დასახლებებში”,– აცხადებს გენშტაბი.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გადაჯგუფება კონსოლიდაცია ოკუპირებულ საზღვრებზე და ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერა.