“რუსეთი ცნობილია ამბების ფაბრიკაციით, აშშ-ს საქართველოში ლაბორატორიის მართვა დააბრალა” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
უკანასკნელ წლებში ჩვენ ვნახეთ რუსეთის მსგავსი ქმედებები. მართალია, წარსული პრეცედენტები გამეორების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გააცნობიერონ, რისი უნარი აქვს რუსეთს და რა ტაქტიკა იყენებდა იგი წარსულში.
რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოების ფარულ მართვაში დაადანაშაუალა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დეესტაბილიზაციას.
შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში”. – აღნიშნა პრესპიკერმა.