რუსეთი წინ არ წასულა, ბრძოლები მიდის იქ სადაც 3 დღის წინ დაიწყო – ზელენსკის ადმინისტრაცია

“რუსეთი წინ არ წასულა, ბრძოლები მიდის იქ სადაც 3 დღის წინ დაიწყო”- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკი ასევე აცხადებს, რომ სიტუაცია კიევში მწვავდება იმიტომ რომ ქვეყნის წარმომადგენლები დედაქალაქში იმყოფებიან.

“ადგილობრივი ბრძოლები მიდის. რუსეთი წინ არ წასულა, ომის მესამე დღეა და პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს იმავე რეგიონებში, სადაც დაიწყო. ესენია: ხარკოვი, ხერსონი, ოდესა, ნიკოლაევი, სუმი, ჩერნიგოვი, ჟიტომირი.

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩამოგდება, რაც შეიძლება გაკეთდეს კიევში. უკრაინის ხელმძღვანელობა კიევშია, ის არსად წასულა და არსად წავა“,-  განაცხადა პოდოლიაკმა.