რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 20 თვითმფრინავი.
“წვრთნები, რომელიც გაგრძელდება 10 ივნისამდე, მოიცავს გემებს, რომლებიც ეძებენ იმიტირებული მტრის წყალქვეშა ნავებს და იმუშავებენ გემების ტაქტიკური ჯგუფებისთვის საჰაერო თავდაცვას ორგანიზებაზე, რათა შეასრულონ საბრძოლო წვრთნები სახმელეთო და საჰაერო სამიზნეებზე.” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამხედრო მანევრებში, რომელიც 10 ივნისამდე გასტანს, ჩართულები იქნებიან სამეთაურო ხომალდი “მარშალი კრილოვი”, ფრეგატი “მარშალი შაპოშნიკოვი” და დიდი წყალქვეშა ნავებისა და კორვეტების ჯგუფი. ასევე, მცირე წყალქვეშა ნავები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, სარაკეტო ნავები და დამხმარე ხომალდები.