რუსეთი ხანგრძლივი შეტევებით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს – ზელენსკი

“რუსეთი ხანგრძლივი შეტევებით უკრაინის დემორალიზებას ცდილობს” – განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ – და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის – რომ ტერორისტების ეს მიზანი ისევე ჩავარდეს, როგორც ყველა სხვა.” – თქვა პრეზიდენტმა. „ახლა ის დროა, როდესაც საჰაერო სივრცის დაცვაში ყველა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ჩართული.”