“რუსეთი ISIS-ის ყოფილ მებრძოლებს დაჩქარებული წესით ქირაობს”- უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად დაჩქარებული წესით ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლს ქირაობს.
„რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლის დაჩქარებული წესით დაქირავებაზე, რათა ისინი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს. ISIS-ის დაქირავება და ქიმიური იარაღის შესახებ რუსული პროპაგანდა არის დასტური იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში „სირიის სცენარის“ განხორციელებას ცდილობს“, – ტვიტერზე წერს პოდოლიაკი.